„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება, მანამდე კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამზე პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.