საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს

 მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, როდესაც სარკინიგზო შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ",-წერს მიხეილ ყაველაშვილი.