1774295087
საქართველოს პირველი ლედი, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება.
საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში სახელწოდებით - "ერთად უკეთესი მომავლისთვის".
ღონისძიების მიზანია, ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.










