„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატები დღეს იხსნება. მსოფლიო ლიდერებს დონალდ ტრამპი მიმართავს. ნიუ-იორკშია საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა.
გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან, საქართველოს პრეზიდენტი გლობალური გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებს.
დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. მათ შორის, გაერო-ს გენერალურ მდივანთან. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
"საქართველოს დელეგაცია დაესწრება გაეროს გენერალური მდივნის, გენასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებს, ასევე ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის გამოსვლასაც ასევე დაესწრება საქართველოს დელეგაცია. ხოლო, დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. ეს არის მაღალი დონის მიღება, რომლის ფარგლებშიც მიწვეული არიან მსოფლიოს ლიდერები, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც სხვა ლიდერს ექნება ერთმანეთთან კომუნიკაციის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეროვნული დღის წესრიგის გაცნობის, ინტერაქციის შესაძლებლობა", - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძემ.