საქართველოს და სერბეთს ბევრი თანხვედრა აქვს ღირებულებებში, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ქვეყნები იყვნენ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებში - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტის ეხმიანება

გურამ მაჭარაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ორ ქვეყანას - საქართველოს და სერბეთს ძალიან ბევრი თანხვედრა აქვს ღირებულებებში, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც, სამწუხაროდ, ეროვნული ღირებულებები და ტრადიციები არის უგულებელყოფილი, ამ ორ ქვეყანას აქვს შენარჩუნებული, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტია სერბეთში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ორ ქვეყანას - საქართველოს და სერბეთს ძალიან ბევრი თანხვედრა აქვს ღირებულებებში, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც, სამწუხაროდ, ეროვნული ღირებულებები და ტრადიციები არის უგულებელყოფილი, ამ ორ ქვეყანას აქვს შენარჩუნებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და სერბეთი, იყვნენ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.