„დაუჯერებელია... ძალიან კარგი პიროვნება და მასწავლებელი აღარ არის...“ – კოლეჯი „მერმისი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზურაბ ქერაშვილი

გარდაიცვალა პედაგოგი ზურაბ ქერაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოლეჯი „მერმისი“ ავრცელებს. 

„კოლეჯი „მერმისი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლის ზურაბ ქერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა გულშემატკივარს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.