საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) მისიის მოწვევის თემას ეხმაურება.

„საპარლამენტო არჩევნებზე – ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…თვითმმართველობის არჩევნებზე – ეუთო ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო…არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ-ხოლმე…“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.