სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული - ნინო წილოსანი

წილოსანი

სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, მოლდოვა ამ კუთხით განსაკუთრებულად გამოირჩევა, მას საკუთარ ქვეყანაში 12 მედია საშუალება აქვს აკრძალული და დახურული.

„ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ „იმედის“, „PosTV-ს“ და „რუსთავი 2“-ის სახით მოლდოვა ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ თავისუფალ სიტყვას ეარსება. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს“ , „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.