მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა, ანუ რაზე შედგა გარიგება, საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა, ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს.
„ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება – საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა. რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით. „ევროპული საქართველო“ რომ გამოეყო „ნაცმოძრაობას“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული „ევსაქებს“ შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა. რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე“, – წერს სალომე სამადაშვილი.