კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
1754592064
საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით, ომის მე -17 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით, ომის მე -17 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.