საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა

ნკ

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან.

მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

"საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.