ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მანიპულაციაა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობას დასამალი არაფერი აქვს.
„ეტყობა საარჩევნო სტარტის გასახსნელად ძალიან ბევრი ამორალური ადამიანისთვის ეს არის კარგი თემა და ფიქრობენ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს მოიხვეჭენ. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ხელისგულზეა ყველაფერი. ის, რომ ისინი [ოპოზიცია] იქ არ ჩასულან, ის, რომ იქ არავის არაფერი უნახავს, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკოა და ცალკე აღნიშვნის ღირსია“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.