თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ონლაინ ჩართვისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპული ინსტიტუტები მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ილჰამ ალიევმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი მიკერძოებულობაში და ორმაგ სტანდარტებში ღიად დაადანაშაულა. მან ევროპული ინსტიტუტების ქმედებების და მიღებული რეზოლუციების საპასუხოდ ოფიციალური ბაქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. თქვა, რომ აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებაში და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურა თანამშრომლობის ნაცვლად დირექტივების ფორმატში მოქმედებს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიღწეული მშვიდობა არ დაზიანდეს.
"არანაირი საფუძველი იმისა არ მაქვს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებას არ დავუჯერო, რომ ისინი ასე უხეშად ერევიან და ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის. ევრობიუროკრატიას და ევროპარლამენტს უჭირთ თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა, მათ შეუძლიათ მხოლოდ დირექტივების რეჟიმში მუშაობა, რასაც ვერც აზერბაიჯანი და ვერც საქართველო ვერ აიტანს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მათზეც ასეთი ზემოქმედების საშუალებების გამოყენება უნდოდათ. ამიტომ, ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დადგა და თუ საქმის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გააფუჭებენ მაინც", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.