„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
არ შემიძლია, კომენტარი გავაკეთო წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, რადგან აქ არ ვყოფილვარ, თუმცა მქონდა საშუალება, დავკვირვებოდი არჩევნების დღეს და ატმოსფერო უფრო მშვიდი იყო, ვიდრე, მაგალითად ერთი წლის წინ და განსაკუთრებით ხუთი წლის წინ, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის საკითხების ექსპერტმა, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკიმ განაცხადა.
დამკვირვებელმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავლისთვის.
„ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები შემდეგი ნაბიჯია წინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და თქვენი ქვეყნის სტაბილურობისკენ. ვფიქრობ, თქვენს თანამემამულეებს, ქართველებს, სურთ წევრობა ჩვენს ევროპულ ოჯახში და მხარს ვუჭერ საქართველოს, რადგან ის არის მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოდან ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ თქვენი მომავალი ევროპული მომავალია. პრობლემების შესახებ არაფერი მსმენია. საარჩევნო უბნებზე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ახლა მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი მომავლისთვის“, – განაცხადა დამკვირვებელმა.