თუ ამ არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, ამერიკის არჩევნების შესახებ სათქმელი არაფერი მექნება - საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი

დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი

საერთაშორისო დამკვირვებელმა ჯეიკ ჰოფმანმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ის ქვეყნის საარჩევნო სისტემას ამერიკაში არსებულს ადარებს.

„ამ შაბათ-კვირას საქართველოს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. სანამ თბილისში ხალხი აპროტესტებს, რამდენიმე დასკვნა:

1) მათ არ აქვთ საყოველთაო ფოსტით ხმის მიცემა. 2) სავალდებულოა პირადობის მოწმობები (ID), თითის ანაბეჭდები და ქვითრები სახის ამოცნობით (Face ID). 3) ელექტრონულ ხმებს ქაღალდის ბიულეტენები უმაგრებს ზურგს.

თუ ამ არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, ამერიკის არჩევნების შესახებ სათქმელი არაფერი მექნება“, - წერს ჰოფმანი.