რომელი პარტიები დარეგისტრირდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ვინ არ იქნება საარჩევნო ბიულეტენზე?

არჩევნები 2024

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

ცესკომ 17 პარტია დაარეგისტრირა.

საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება ნომრები 5 ("ნაციონალური მოძრაობა") და 4 (პარტია "ახალი").

5 პარტია საარჩევნო ნომერს ინარჩუნებს. ესენია:

ნომერი 8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";

ნომერი 9 - "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!";

ნომერი 25 - "გახარია საქართველოსთვის";

ნომერი 36 - "ახალი პოლიტიკური ცენტრი" (შემოკლებული დასახელება "გირჩი")

ნომერი 41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

დარჩენილ 12 პარტიას სამომავლოდ უნდა მიენიჭოს საარჩევნო ნომერი. ეს პარტიებია:

"საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია";

"ჩვენი გაერთიანებული საქართველო";

"საქართველო";

"თავისუფალი საქართველო";

"მემარცხენე ალიანსი";

"ქართველ ერთობა";

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატორები საქართველოსთვის";

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მამული, ენა, სარწმუნოება";

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო ხელისუფლება";

"მწვანეთა პარტია";

"მესამე გზა";

"დემოკრატთა ალიანსი".

მუნიციპალურ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. კენჭისყრა 4 ოქტომბერს იქნება.