ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
"გუშინ ანა წითლიძისგან მოვისმინეთ ეს აღიარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შავი ფული იხარჯება და იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით, მხარდაჭერით", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რაც განაცხადა ანა წითლიძემ, პირდაპირ ეს არის ფაქტი და მედია უნდა დაინტერესდეს, დეტალები გაარკვიოს.
"პირდაპირ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხდება პოლიტიკოსების მოსყიდვა და სხვადასხვა პარტიების ფულით მოსყიდვა ასევე მისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით. ამაზე არაერთხელ გვსმენია ჩვენ სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე თავისი "ტვ პირველით" აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე, რამდენად ლოიალურები იქნები მის მიმართ, იმისდა მიხედვით ან ნეგატიურად აშუქებს მას "ტვ პირველი", პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად აშუქებს "ტვ პირველი", პროპაგანდისტული მედია.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, სადამდე მიდის ეს პროცესები, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს იმას, რომ არის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფლანგზეა.
"გასაგებია კიდევაც, ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა დისკომფორტი უნდა იყოს წესით ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩანს, რომ ამას აკეთებდნენ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მამუკა ხაზარაძე, როგორც ვხედავთ, მათ შორის თაღლითობისთვის მსჯავრდებული ადამიანი, რომელსაც მილიარდ ნახევრის წართმევა უნდოდა ქართველი ხალხისთვის ბიუჯეტიდან, ბოლოს მოუწია ნახევარი მილიონის ჯარიმის გადახდა ბიუჯეტში და ხდება პოლიტიკური კორუფცია, მოსყიდვა ადამიანების. მათ შორის, თავად "ლელოში" არის ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და ესეც ჩანს, რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები, რომელსაც, როგორც ანა წითლიძე ამბობს, ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე შავ ფულს მამუკა ხაზარაძე, რათა მოისყიდოს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.