რიმა ბერაძე: დიპლომატების მიერ ოპოზიციის მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, რომელსაც ისინი აანონსებენ. ძალიან საწყენია და გულსატკენი, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლები ასეთ ქმედებებს სჩადიან

რიმა ბერაძე

მათ ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, რომელსაც ისინი აანონსებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ ოპოზიციის მისამართით.

დეპუტატი გია ბარამიძის და გიგა ბოკერიას ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩოში, რაც „ქრონიკის“ კამერამ შემთხვევით გადაიღო, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შენობას ტოვებდნენ.

„ქვეყანაში მყოფი ელჩები ძალიან ხშირად სტუმრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისიც ვიცით, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალებისგან ფინანსდება, მათ ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, რომელსაც ისინი აანონსებენ. ძალიან საწყენია და გულსატკენი, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლები ასეთ ქმედებებს სჩადიან“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.