რევოლუცია არის ადამიანის კონსტიტუციურად გაწერილი უფლება - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე

ჰჯ

,,მშვიდობიანი დამხობა" - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.

უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში 2 კვირაზე ნაკლები რჩება.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, იგორ ნარმანიას განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო და რაიმე სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მაშინ რევოლუცია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება ხდება.

"არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ხელისუფლებიდან გაუშვა "ოცნება". ხალხის უფლებაა რევოლუცია. რევოლუცია არის ადამიანის კონსტიტუციურად გაწერილი უფლება. ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და მათ მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.