"რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივა ნულის ტოლია - "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც" - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მარცხი გარანტირებული აქვს და "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"მიუხედავად იმისა, რომ გარედან ხდება კორექტირება და მართვა, შიდა კონკურენცია მაინც არსებობს. რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივა ნულის ტოლია. უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ პარტიებს, რომლებიც, პრინციპში, "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე იყვნენ და კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ერქვათ, არც მათ აქვთ დიდი შანსი, რომ "ქართული ოცნების" რაიმე სახის რეალური ალტერნატივა გახდნენ. შედეგები იქნება ისეთივე, რა შედეგებიც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.