1733256870
რატომ უნდა გაუქმდეს კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის გამყარებას - არჩილ გორდულაძე
რატომ? - ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც ამ კითხვაზე პასუხი ვინმეს მოგისმენიათ ჩვენს ქვეყანაში ან ჩვენი ქვეყნის გარეთ მოგისმენიათ? - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ევროპელი პარტნიორების ნაწილი მოთხოვნის შეფასებისას.
„რატომ უნდა გაუქმდეს მაგალითად, კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის გამყარებას, კანონი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში არის. ძალიან საინტერესოა, როდესაც საფრანგეთის ოფიციალურ პირები მოითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, თავის ქვეყანაში რატომ მიიღეს კიდევ უფრო მკაცრი კანონი? როდესაც იქნება რაიმე არგუმენტი, ჩვენც გვექნება საპირისპირო, შესაბამისი კონტრარგუმენტები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.