რატი იონათამიშვილი: ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია, ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის საკითხს პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ

რატი იონათამიშვილი

ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია, ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის საკითხს პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ. შანტაჟის ფონზე გამოიკვეთა ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას ეხება.

„ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია და პირნათლად ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ, როგორ ხდება, ამ ჩანაწერების შესრულება. ისინი ვიზალიბერალიზაციის საკითხს პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში, ევრობიუროკრატების რეალურ მიზნებს, ამოცანებს ვნებს და ფარდას ხდის. დარწმუნებული ვარ, უარყოფითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, რადგან შანტაჟის ფონზე გამოიკვეთა ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.