რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ცალკეული ევრობიუროკრატები არა მხოლოდ დაიბადნენ საბჭოთა კავშირში, არამედ დარჩნენ. ისინი მოქმედებენ არა ევროპული ღირებულებებით, არამედ - პირდაპირ საბჭოთა მიდგომებით

რატი იონათამიშვილი

როგორც ჩვენი საზოგადოება ხედავს, ხშირად ისმის მუქარები, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე იმარჯვებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას, რომელზეც საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მისი შეფასებით, ფაქტია, რომ ცალკეული ევრობიუროკრატები არა მხოლოდ დაიბადნენ საბჭოთა კავშირში, არამედ დარჩნენ.

„ისინი მოქმედებენ არა ევროპული ღირებულებებით, არამედ პირდაპირ საბჭოთა მიდგომებით, რაც დაუშვებელია და პირველ რიგში ვნებს იმ იდეას, რის გარშემოც თავის დროზე დაფუძნდა ევროკავშირი. ეს არის მშვიდობისა და კეთილდღეობის იდეა და არავის აქვს უფლება, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელონ. კარგია, რომ მინისტრთა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და როგორც ხედავს ხოლმე ჩვენი საზოგადოება, ხშირად ისმის მუქარები, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე იმარჯვებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.