მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
ეს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, რომელმაც მოიცვა მთლიანად ევრობიუროკრატია დღეს, რაც ძალიან მძიმეა თვითონ ევროკავშირისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ .
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს.
„როგორც ჩანს, ევრობიუროკრატების პოლიტიკურ ეჭვიანობასთან გვაქვს საქმე და ისინი ტრამპის მხრიდან დიპლომატიური არხებით გარკვეულ პროგრესს ამ მოლაპარაკებაში პირდაპირ საფრთხედ აღიქვამენ. აქ კიდევ უფრო მძიმედ ჩანს ის კრიზისი, რომელიც დღეს ევრობიუროკრატიის დიპლომატიაში არსებობს, ვინაიდან მათ ფაქტობრივად ყველა მათი უწინდელი პოზიცია, განცხადება, თუ რიტორიკა უკვე დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ძირი გამოუთხარეს იმ პოზიციებს, რომლებიც მათ აქამდე გააჩნდათ. ეს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, რომელმაც მოიცვა მთლიანად ევრობიუროკრატია დღეს, რაც ძალიან მძიმეა თვითონ ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა სურს, - წერს Politico ანონიმურ დიპლომატებსა და ჩინოსნებზე დაყრდნობით.