1757870206
რატი იონათამიშვილი: ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის

ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთო/ოდირის უარს დააკვირდეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს ეუთო/ოდირი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და უარიც ამით არის განპირობებული.
„რა თქმა უნდა ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის და ამით ფაქტობრივად მან აღიარა, რომ როგორც ჩანს, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე ეუთო/ოდირი დარწმუნებული არის, რომ საქართველოში 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით, კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და ამომრჩევლის ნება იქნება გამოხატული. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, რომ ყველაფერი ასე იქნება არ უნდათ აქ ჩამოსვლა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ როგორ წნეხს განიცდიან ისინი და როგორ წნეხს განიცდიდნენ აქამდეც საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.