ჯარიმა 500 ლარია - ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
1761164427
კანონის გამკაცრებისა და პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, აქციები და გზის გადაკეტვის მცდელობები რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება. დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამით კანონდარღვევის გამო, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი დააკავეს.
,,ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე იძალადოს, რაც კანონდარღვევაა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიუროკრატისგან და ჩვენს ქვეყანაში აგენტურის მეოხებით წაქეზებული და შეგულიანებული, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, იძალადოს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე. ეს არის კანონდარღვევა, მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ამიტომაც არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს რეაგირება მოახდინოს, რათა დაიცვას სხვათა უფლებები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.