„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.
„ეს არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა და ამას ატირაჟირებს ბინძური ნაცმედია. მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. სამშობლოს გამყიდველების ადგილი საჯარო სივრცესა და სოცქსელებში არ არის – მათი ადგილი გისოსებს მიღმაა!”, - წერს აბაშიძე