რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციაში, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

ევროკომისია

14 ივლისს, ბრიუსელში გამართულ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისგან თავის ასარიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მისამართით გასცა რამდენიმე რეკომენდაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების გაუქმებას ეხება.

8 პუნქტიან რეკომენდაციაში საუბარია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.

ასევე შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე, რომ სრულად უზრუნველყოფილ იქნას LGBTIQ პირების უფლებები,- ნათქვამია რეკომენდაციაში.

ბრიუსელი თბილისს პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოს უწესებს.