„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
20 ივნისის მოვლენების გამოძიება გრძელდება. რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელშიც ისევ დაზარალებული ჟურნალისტები მონაწილეობენ.
პროკურატურის ინფორმაციით, საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. უნდა გაირკვეს რა სახის სავარაუდო გადაცდომები შეიძლება ყოფილიყო 20 ივნისის ღამეს - აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიებაში.
ადვოკატი ჯუბა ქათამაძე აცხადებს, რომ ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებენ, თუმცა დაზარალებულების დამოკიდებულება ოპტიმისტური არ არის.
"ეს გადაწყვეტილება შარშანდელი მაისის თვეში იქნა მიღებული, წელიწადზე მეტია გასული, თუმცა ახლა გადაწყვიტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა დაზარალებულების დამოკიდებულება არ არის ოპტიმისტური. არაერთი უფლების დარღვევაა დადგენილი და ისინი ითხოვენ, რომ მათ მიმართ დარღვეული უფლებების დარღვევა დაადგინოს სასამართლომ და შემდგომში, კომპენსაცია იქნება თუ რაიმე სხვა ბენეფიტზე იმსჯელებს სასამართლო, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია", - განაცხადა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე გამოძიების დაწყება პოლიტიკური ვენდეტის და შურისძიების საკითხია.
"პოლიტიკური ვენდეტის და შურისძიების საკითხია ის, რაც მიმდინარეობს. ცდილობენ სამართლებრივი საფუძვლები შექმნან იმისთვის, რომ პოლიტიკურად დევნონ მათ ყველაზე ძლიერი ოპონენტი. არც გამოძიების შეკითხვებს, არც მედიის შეკითხვებს არასოდეს არ გაჰქცევია გიორგი გახარია. თუ მათ რეალურად უნდოდათ გამოძიება, მათ ჰქონდათ პოლიტიკური ნებაც იმიტომ, რომ გიორგი გახარია არასოდეს არ შეუშინებია გამოძიებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.