„6 წელი გავიდა და დავშორდი...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე
1758141370
პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდისთვის 4 ოქტომბერი არჩევნების თარიღად აღიქმება.
რაც შეეხება აქციებს, შარაშენიძემ "ღამის კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი ემიჯნება 4 ოქტომბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების სულ მცირე რისკსაც კი აჩენს.
"ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე და ჩვენ, 4 ოქტომბერს, ვიქნებით საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და ბოლომდე დავიცავთ იმ ხმებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები მოგვცემენ.
რაც შეეხება აქციას, ჩვენ იმ საპროტესტო აქციის მონაწილეები ვიყავით პირველივე დღიდან, იმ აქციების, რომელიც დაიწყო ორი მთავარი მოთხოვნით - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება.
ამ მოთხოვნების ფარგლებში, ჩვენ არცერთი საპროტესტო აქცია არ გამოგვიტოვებია რუსთაველის გამზირზე, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში, მაგრამ ვითარება არის შეცვლილი. ბუნებრივია, არ ვიქნებით მონაწილე, არცერთი ასეთ რადიკალური ტიპის [აქციის], რომელიც თუნდაც მცირე რისკს აჩენს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული სამოქალაქო დაპირისპირების, რა თქმა უნდა ამის მონაწილე არ ვიქნებით", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.