„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ზურა გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო, რათა მან რაღაცნაირად, დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
„ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენს სახელმწიფოში. ზურა გირჩი ჯაფარიძს დაპატიმრება კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მან რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველი ასეთი მკაცრი ნაბიჯი, ე.წ. მკაცრი, არადა რუსული სახელმწიფოს, საოკუპაციო, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები, უფრო მეტად მოტივაციას მისცემს როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოსს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის იბრძოლოს ბიძინა ივანოშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, ბოტკოველს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზეც ჰკითხეს, რომელთა მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
როგორც ბოტკოველმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა განაცხადა, სხვა ოპოზიციონერების მიმართაც მსგავს განაჩენს ელოდება.
„არ ვფიქრობ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული განაჩენი დადგება. ერთი ძალიან მარტივი რამეა, განაჩენი დადგება ისეთი, როგორიც აწყობს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების შენარჩუნებას. ეს ადამიანი ასე უდგება ქვეყნაში განვითარებული პროცესს. არა სახელმწიფოებრივად ან არა ისე, რომ ქვეყანას რამე წარმატება ჰქონდეს, ქვეყანაზე არ იყოს ის რეაგირებები, რომელიც არის რეალურად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყველა მის ნაბიჯზე, არამედ აინტერესებს როგორ შეინარჩუნებს თავის მილიარდებს და უფრო მეტად გააგრძელებს გამდიდრებას, იმ კორუფციულ ჭაობში ადამიანების ჩათრევას, რომლითაც მერე ფაქტობრივად ყველა ჰყავს მიბმული და ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლიათ დაფიქრების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.