ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა

ქუთაისი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, დღეს, აუდიტორიებში შესვლაზე უარი თქვეს და პროტესტს შეუერთდნენ.

სტუდენტები "გამჭვირვალობის კანონპროექტს" აპროტესტებენ და მათი თქმით, არ შევლენ აუდიტორიაში, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა.

ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებენ მათ შეუერთდნენ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა. სტუდენტები მსვლელობით მერიის შენობასთან გადაინაცვლებენ.