სროლა თბილისში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

ლენტა

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ამ ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. დაპირისპირების შემდეგ მან მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვიის ანასხლეტი კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძნა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ასევე 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.