ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
„პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას,რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა.“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში".
კირცხალიამ დასასრულს ყურადღება გაამახვილა ღირსებაზე, სუვერენიტეტის დაცვასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე და მიუთითებს, რომ არცერთ კავშირში გაწევრიანება საკუთარი იდენტობის და ღირსების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„ხშირად მოვისმინეთ სიტყვა პრაგმატული. დიახ, პრაგმატიზმია ის, როდესაც შენ საუბრობ და ბედავ, უკვე ხარ იმ დონეზე, რომ ყველას, შენს მეგობარს,შენს პარტნიორს ესაუბრო პარიტეტულ საწყისებზე. როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ და მაქსიმუმს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა იყოს მზად და გამართული ასეთ ტურბულენტურ სიტუაციაში. ატარო იმ გზაზე, რომელ გზასაც მოაქვს შემდეგ ის კეთილდღეობა, რომელ კეთილდღეობასაც დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქე განიცდის. კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით, სუვერენიტეტის და ჩვენი იდენტობის დაცვით ვივლით, ეს არის დაკვეთა. ურთიერთობა და ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება თუ მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე- ეს არის ამოსავალი წერტილი“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.