„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს

„ქართული ოცნება“

მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდის მიერ კახა კალაძე უკვე წარდგენილია.

სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში, 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.