ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
1752001368
,,მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია ორმაგი სტანდარტებით და უსამართლობა ქვეყნის მიმართ" - საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს "ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპული ბიუროკრატია ევროპულ ღირებულებებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ევროპარლამენტარები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" არის ქართველი ხალხის რჩეული პარტია.
"ვიხილეთ, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ითქვას არის ის, რომ ქალბატონი რასა და მისი პატრონები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" არის ქართველი ხალხის რჩეული პარტია და "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.