1765353840
ქადაგიშვილი: ევროკავშირის პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მიუღებელია მათ საქმეებში ჩარევა და ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. გამოდის, ჩვენ ქვეყნად არ აღგვიქვამენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება ევრობიუროკრატების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათთვის მიუღებელია აშშ-ის მხრიდან კრიტიკა და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
„ევროკავშირის პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია მათ საქმეებში ჩარევა და ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყნად არ აღგვიქვამენ. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. აი, ამ უსტანდარტობამ, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის პრინციპების შეწირვამ გამოიწვია დღეს ის ვითარება, რომელიც არის ევროკავშირში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.











