პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას" - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების თავმჯდომარეები. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. საპარლამენტო ჯგუფებმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს. ისაუბრეს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას.

"პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას. ძალიან დიდი ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, რომ საქართველოს ის დაკვეთილი პოლიტიკა განეხორციელებინა, რაც რეალურად მოზიარეს გახდიდა ბედისა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინას ეგო. ამაში იყო ჩართული ქართული NGO სექტორი და მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს სწორედ ომისკენ ექაჩებოდა და უქადდა ცხელი ბომბების ცვენას საკუთარ სამშობლოში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.