„ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი...“ - საქართველოში ამინდი უარესდება!
1765483389
არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენების შედეგია საქართველოსთან მიმართებით მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებები და განცხადებები.
„დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ისინი, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არის არაფორმალური გავლენების შედეგი. აქაც, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმავეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეთ ალბათ ყველა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.