1774085816
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც დაახლოებით 1 საათში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია დაიწყება.
მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ფასეულობების გაძლიერება.
სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე. ღონისძიებას 51 ქვეყნიდან 667 სტუმარი დაესწრება.












