„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
პოლონეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევის შესახებ აცხადებენ.
როგორც პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში სარდლობამ აღნიშნა, რომ დრონები, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
„ამ აგრესიის აქტმა რეალურ საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, როდესაც დრონები საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ისინი ჩამოაგდეს და ამჟამად მიმდინარეობს მათი სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილების ძებნა.
„პოლონეთისა და მოკავშირე ძალები და რესურსები სრულ მზადყოფნაში რჩება შემდგომი ოპერაციებისთვის“, – წერია განცხადებაში.