ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
მმართველი გუნდის წევრების თქმით მათთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ ოპონენტები ეუთო/ოდირის მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე, ამავე მისიის დასკვნები, მათთვის სარწმუნო არ იყო.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ეს დამოკიდებულება, თვალთმაქცობაა.
„ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს ეუთო/ოდირის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს. ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირის მისიის შეფასებები ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო იმ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, ვინც გაყალბებაზე საუბრობდა.