„პირდაპირ გეტყვით, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეცდომა“ - პაატა მანჯგალაძე „ლელოზე“

პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ "ლელო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს შეცდომა იქნება. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სანქცირებული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ჩვენი ხელწერა ყველამ იცის, გიორგი ვაშაძეც ყველაფერს აკეთებს და ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რომ ჩვენ რომელიმე ლიდერს ჩავაჭირეთ. პირდაპირ გეტყვით, თუ მონაწილეობას მიიღებენ,["ლელო"] ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეცდომა. თუ რეჟიმი არ იხდის ფასს, თუ რეჟიმი არ აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუ პოლიტპატიმრებს და პარტიების ლიდერებს წინასწარ იჭერენ, ეს არ არის არჩევნები. ხალხო, სანქცირებულმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რა უნდა ჩაატაროს?" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.