პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

რამაზ თათარაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. 

მანამდე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა.

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

✕