პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძე განიხილება

გიორგი შარაშიძე

გრძელდება მოლაპარაკებები მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ ფართო საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე მუშაობენ.

„გრძელდება საუბარი, მოლაპარაკებები. ძალიან საინტერესოა, რომ მიმდინარეობს ერთგვარი საველე კვლევა და ფართო საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე ვმუშაობთ. კითხვარს მივსდევთ, ვეკითხებით მოსახლეობას, ვინ არის მათთვის მისაღები. დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ არის შემოსაზღვრული და დადასტურებით ერთი კანდიდატი შერჩეული“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ