პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

სხდომა

 პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

კომისიის წევრები მსხვილ იმპორტიორ დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

კომისიის მუშაობას დადებითად აფასებენ „ქართულ ოცნებაში” და მიაჩნიათ, რომ საზოგადოება შედეგს მალე ნახავს.