თურქეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ტურისტებს 29 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს
1749484370
პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით იმ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლის გათვალისწინებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, დაზვერვის სამსახური კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება და მისი სახელწოდება – ეროვნული სადაზვერვო სააგენტო იქნება.
ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები პროკურატურაში გადადის. სწორედ პროკურატურა გამოიძიებს სამოხელეო დანაშაულს.
ამასთან, ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე და მისი საქმიანობის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. სააგენტოს საქმიანობა ასევე საპარლამენტო კონტროლის ქვეშ განხორციელდება.
"მთავარია არსი ერთი და მეორე ცვლილებისა არის ის, რომ გასწორდეს, მოწესრიგდეს, უფრო გამართული იყოს კონსტიტუციური წეს-წყობილება საქართველოში, როდესაც მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მოვლენები მოქცეულია ერთი ინსტიტუტის ქვეშ და იგი არ არის გაბნეული უთავბოლოდ სხვადასხვა ინსტიტუციაში. განსაკუთრებით აქ საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციის დაბრუნებაზე გენერალურ პროკურატურაში", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.