ინდოელი ქალი 36 წლის განმავლობაში თავს კაცად ასაღებდა, რათა ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შვილის მარტო გაზრდა შესძლებოდა

პაჩიამალის ისტორია

ინდოელი ქალი 36 წლის განმავლობაში თავს კაცად ასაღებდა, რათა ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შვილის მარტო გაზრდა შესძლებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

პაჩიამალს ოჯახი 15 დღის შექმნილი ჰქონდა, როდესაც მეუღლე გულის შეტევით გარდაეცვალა. იმ დროს ის 20 წლის იყო და ქალიშვილს ელოდებოდა. მშობიარობის შემდეგ პაჩიამალმა მუშაობა სხვადასხვა სამსახურში დაიწყო. ის სამშენებლო ობიექტებში, სასტუმროებსა და ჩაის მაღაზიებშიც მუშაობდა, თუმცა, ყოველდღიურად ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა. მას ხშირად დასცინოდნენ და ავიწროებდნენ. 

მარტოხელა დედობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რთულია, ინდოეთში კი - განსაკუთრებით. ამ ქვეყანაში მარტოხელა დედას გამუდმებული დამცირებისა და შევიწროების ატანა უწევს და პაჩიამალი გამონაკლისი არ ყოფილა. 

ერთ დღეს პაჩიამალმა გადაწყვიტა თავი კაცად გაესაღებინა. მან თმა მოკლედ შეიჭრა, მამაკაცის ტანისამოსი ჩაიცვა,  სახელი და საცხოვრებელიც შეიცვალა. 

„მხოლოდ ჩემმა ქალიშვილმა და ნათესავებმა იცოდნენ სიმართლე. ყველანაირ სამსახურს ვთანხმდებოდი, რათა ჩემი ქალიშვილისთვის უსაფრთხო გარემო შემექმნა",- ამბობს პაჩიამალი. 

საკუთარ ვინაობას ის 36 წელი მალავდა.