პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე აირჩია

პარლამენტის შენობა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე აირჩია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ინდივიდუალურად უყარეს კენჭი.

ლევან ნემსაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მიხეილ ჯინჯოლიას ასევე მხარი დაუჭირა პარლამენტის 82-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ორივე კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდაა არჩეული.