პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

ნარი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობისთვის. ბოლო პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ვნახეთ ამ სამსახურის ეფექტიანობის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრის ახლა უკვე სხვა მიმართულებით საქმიანობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია.